воскресенье, 19 октября 2008 г.

NATO

NATO

1.პროექტის სახელწოდება: ნატო.
2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ნატო-ს შექმნის ისტორიას. სწავლობენ თუ რა მიზანს ემსახურებოდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შექმნა და რამდენად მოხდა ამ მიზნების რეალიზება.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ნატო-ს შექმნის ისტორიას, რომელი სახელმწიფო იყო მისი შექმნის ინიციატორი. რას ნიშნავს ნატო და რისი აბრევიატურაა იგი. პროექტის მონაწილეები გაეცნობიან რომელი ქვეყნები შედიან ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და რატომაა რუსეთის ფედერაცია ალიანსის გაფართოების სასტიკი მოწინააღმდეგე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხარჯზე. პროექტის მონაწილეები ასევე გაერკვევიან რა არის MAP და IPAP.
4.მონაწილეთა ასაკი: 15-18 წელი.
5.ვადები – ხანგრძლივობა: 2009 წლის სექტემბერი – ოქტომბერი.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა, ინფორმაციის მოძიება და წყაროებთან მუშაობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ლიტერატურასთანა და წყაროებთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება; ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების პრაქტიკა; თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე დამოუკიდებელი შეხედულეების ჩამოყალიბება და დასკვნების დამოუკიდებლად მიღების უნარის გაღვივევბა.
8.სარგებელი სხვებისთვის: თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ საკუთარ პროექტს; წაახალისებენ მეგობრებს მსგავს პროექტებზე მუშაობისკენ;
9.სამუშაო ენა: ქართული;
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ისტორიაში – განსაკუთრებით კი უახლეს ისტორიაში, პოლიტიკურ გეოგრაფიაში.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ მონაწილეობდნენ;
12.პროექტის ფასილიტატორი: ნათია აღდგომელაშვილი;
13.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: agdgomelashvili@gmail.com
14.---
15.პროექტის ვებ-გვერდი: http://www.natia-nato.blogspot.com/

3 комментария:

თამრიკო ჩხეიძე комментирует...

siaxleebi bevria natosa da saqartvelos urtiertobebze. axali masala damte blogs.tundac dgevandeli 3/12/08
tamriko
207-e sajaro skola

ირმა ქართველიშვილი комментирует...

აღნიშნული საკითხი ქვეყანაში შექმნილი
რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აქტუალურია. ამდენად მნიშვნელოვანია გავიგოთ რას ნიშნავს ნატო, რა მიზანს ემსახურებოდა ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის შექმნა, გავერკვეთ
ნატო–საქართველოს ურთიერთობებში. ასევე საინტერესოა გავეცნოთ რუსეთის ფედერაციის პოზიციას ალიანსის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით.
ირმა ქართველიშვილი, თბილისის 167–ე
საჯარო სკოლა.

elen комментирует...

ნათია,
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები (უნარ-ჩვევები არაა პროდუქტი)
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ მონაწილეობდნენ;??????????